ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

კახოვკას ჰესის აფეთქების შედეგად 41 დასახლებული პუნქტი  დაიტბორა


კახოვკას ჰესის აფეთქების შედეგად 41 დასახლებული პუნქტი  დაიტბორა

კახოვკას ჰესის აფეთქების შედეგად 41 დასახლებული პუნქტი დაიტბორა. როგორც ukrinform იუწყება, დასახლებების ნაწილი უკრაინის ტერიტორიაზე, ნაწილი კი რუსების მიერ დროებით ხელში ჩაგდებულ და კონტროლირებად ტერიტორიაზეა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხერსონში მდინარე დნეპროსთან წყლის დონის კლება შეინიშნება. სულ ევაკუირებულია 2783 ადამიანი, მათ შორის 309 ბავშვი და 80 შეზღუდული მობილობის მქონე ადამიანი და 284 ცხოველი. სულ გადაარჩინეს 716 ადამიანი, მათ შორის 30 ბავშვი და 40 შეზღუდული მობილურობის მქონე პირი.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია