- მარტი 02, 2026
კიევი ელექტროენერგიის სრული გათიშვის შემთხვევაში, მოსახლეობის ევაკუაციას გეგმავს
- ნოემბერი 06, 2022
- , პოლიტიკა
უკრაინა, ელექტროენერგიის სრული გათიშვის შემთხვევაში დედაქალაქის 3 მილიონი მცხოვრების ევაკუაციას გეგმავს- ინფორმაციას ამის შესახებ The New York Times-ი ავრცელებს. "ჩვენ გვესმის, რომ თუ რუსეთი განაგრძობს ასეთ თავდასხმებს, ჩვენ შესაძლოა დავკარგოთ მთელი ჩვენი ელექტროსისტემა", _ აცხადებს რომან ტკაჩუკი. გამოცემის ცნობით, ინჟინრები აღჭურვილობის გარეშე, ოკუპანტების მიერ დაბომბილი ელექტროსადგურების შეკეთებას და აღდგენას ცდილობენ. გარდა ამისა, მიმდიონარეობს 1000 თბოთავშესაფრის მოწყობა.