- მარტი 02, 2026
კიევში რამდენიმე აფეთქება მოხდა
- მარტი 09, 2023
- , პოლიტიკა
კიევში რამდენიმე აფეთქება მოხდა. ინფორმაციას დედაქალის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს. "მორიგი აფეთქება დედაქალაქში. სვიატოშისკის რაიონი. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამსახურები მიდიან. საცხოვრებელი კორპუსის უკანა ეზოში მანქანები იწვის", - წერს კლიჩკო. მისივე ინფორმაციით, ბოლო აფეთქების შედეგად მინიმუმ ორი ადამიანი დაშავდა. "სვიატოშინსკის რაიონში ორი ადამიანი დაშავდა. ადგილზე მედიკოსები დახმარებას უწევენ. საჰაერო განგაში გრძელდება. დარჩით თავშესაფრებში", - აღნიშნა კლიჩკომ.