ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ყირიმზე თავდასხმა მოხდა


ყირიმზე თავდასხმა მოხდა

ყირიმზე თავდასხმა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის ინფორმაციით, რუსული მხარე ავრცელებს. როგორც ცნობილია, თავდასხმის გამო ქერჩის ხიდი, რომელიც ყირიმს რუსეთთან აკავშირებს, დროებით დაიკეტა. რუსული მხარის განცხადებით, 38 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. რუსეთს ყირიმზე მომხდარი ბოლო თავდასხმის შედეგად ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა თვითმხილველები ამბობენ, რომ შუშები დაიმსხვრა და მანქანის სიგნალიზაციები ჩაირთო. კიევს არ დაუდასტურებია თავდასხმაში მისი ძალების მონაწილეობა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია