- მარტი 02, 2026
კობახიძე: წლის ბოლომდე 100-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი დასრულდება
- სექტემბერი 16, 2024
- , პოლიტიკა
სექტემბერ-ოქტომბერში დასრულდება 60 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, წლის ბოლომდე კი დასრულდება, მთლიანად, 100-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, მთავრობა აქტიურად მუშაობს სასკოლო ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით. „შედეგად, 28 000-ზე მეტი მოსწავლე განახლებულ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სკოლებში განაგრძობს. ასევე, შემოდგომაზე დაიწყება პროცედურები, 15 საჯარო სკოლის მშენებლობის და 23 სკოლის სრული რეაბილიტაციისთვის. გათვალისწინებულია ყველა შესაბამისი სკოლის აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. ამ მიმართულებით, მომავალშიც აქტიურად ვიზრუნებთ,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.