ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

კობახიძეს, ბოჭორიშვილს, ოხანაშვილს, სონღულაშვილსა და ქვრივიშვილს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდათ


კობახიძეს, ბოჭორიშვილს, ოხანაშვილს, სონღულაშვილსა და ქვრივიშვილს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდათ

ირაკლი კობახიძეს, მაკა ბოჭორიშვილს, ანრი ოხანაშვილს, დავით სონღულაშვილსა და მარიამ ქვრივიშვილს, რომლებიც "ქართული ოცნებიდან" ამ დრომდე საპარლამენტო სიის წევრებიც იყვნენ, საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ. როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა საკითხის წარდგენისას განაცხადა, პარლამენტის არჩეული წევრები დეპუტატისთვის შეუთავსებელ თანამდებობაზე დაინიშნნენ, რაც უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზია. ინფორმაციისთვის, ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს, მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ანრი ოხანაშვილი იუსტიციის მინისტრის, დავით სონღულაშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს იკავებს, მარიამ ქვრივიშვილი კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია