ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

კოკისპირულმა წვიმამ ოზურგეთში სახლები დატბორა


კოკისპირულმა წვიმამ ოზურგეთში სახლები დატბორა

ძლიერმა წვიმა ქალაქ ოზურგეთში სერიოზული პრობლემები შექმნა _ სოციალურ ქსელში არაერთი ადამიანი ავრცელებს ინფორმაციას, რომ უცებ მოვარდნილმა ნალექმა საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები დატბორა. „ამ ეტაპზე რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება შუქი. ვარკვევთ დეტალებს და ვაკვირდებით ვითარებას“, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურმა ნინო ბახტაძემ. ამ წუთებში ქალაქ ოზურგეთში რამდენიმე ადგილას კოკისპირული წვიმის შედეგად წარმოშობილი ნიაღვრები ხელს უშლის გადაადგილებას. მობილიზებულები არიან შესაბამისი სამსახურის ბრიგადები.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია