- მარტი 02, 2026
კოსოვოში, ავტობუსს, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, ცეცხლი გაუხსნეს, არიან დაღუპულები
- ნოემბერი 27, 2021
- , პოლიტიკა
კოსოვოში, ავტობუსს, რომელსაც მგზავრები, მათ შორის სკოლის მოსწავლეები, გადაჰყავდა, დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ავტობუსის მძღოლი და ორი მოზარდი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. თავდასხმა პატარა ქალაქ დეჩანის მახლობლად, დედაქალაქ პრიშტინიდან 90 კილომეტრში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ადამიანი. Reuters-ს ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ ინციდენტის ტერორისტულ აქტთან დაკავშირება ნაკლებად სავარაუდოა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.