- მარტი 02, 2026
კოვიდგანყოფილება დაიხურა- ვითარება ლანჩხუთში
- მაისი 31, 2022
- , პოლიტიკა
ამ დროისთვის ლანჩხუთში კოვიდინფიცირების 2 აქტიური შემთხვევაა. ამის შესახებ "გურია ნიუსს" ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა. მენაღარიშვილის ინფორმაციით, ორივე პაციენტი ბინაზე მკურნალობს. "ინფიცირების 2 აქტიური შემთხვევაა. ორივე პაციენტი მკურნალობს ბინაზე. სტაციონარის საჭიროება ჩვენთან აღარ არის ამ ეტაპზე და კოვიდგანყოფილება დაიხურა",_ ამბობს მენაღარიშვილი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ლანჩხუთში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 10847 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 10762 პაციენტი, გარდაცვლილია 83. [simple-author-box]