- მარტი 02, 2026
კრემლი: „ეს ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული უფლებაა“
- თებერვალი 19, 2025
- , პოლიტიკა
გუშინ კრემლმა განაცხადა, რომ უკრაინას აქვს სუვერენული უფლება შევიდეს ევროკავშირში და მოსკოვი არ აპირებს უკარნახოს კიევს, როგორ მიუდგეს ამ საკითხს, _ იუწყება bangkokpost. კითხვაზე, შეძლებს თუ არა უკრაინა როდესმე გახდეს ევროკავშირის წევრი, კრემლის პრესმდივანმა ასეთი პასუხი გასცა: „ეს ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული უფლებაა“. „საქმე ეხება ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესებს და აქ, რასაკვირველია, ვერავინ ვერაფერს უკარნახებს რომელიმე ქვეყანას. არც ჩვენ ვაპირებთ ამის გაკეთებას“, _ თქვა პესკოვმა. თუმცა, მან დასძინა, რომ რუსეთის პოზიცია განსხვავებული იქნებოდა, საქმე რომ სამხედრო ალიანსებში გაწევრიანებს ეხებოდეს.