- მარტი 02, 2026
კუბილიუსი: ევროპა უნდა მოემზადოს რუსეთთან სამხედრო შეხვედრისთვის 6-8 წელიწადში
- სექტემბერი 20, 2024
- , პოლიტიკა
„თავდაცვის მინისტრები და ნატოს გენერლები თანხმდებიან, რომ ვლადიმერ პუტინი მზად იქნება ნატოსთან და ევროკავშირთან დაპირისპირებისთვის 6-8 წელიწადში“, - ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ანდრიუს კუბილიუსმა, რომელიც ახლა ევროკავშირის თავდაცვის პირველი კომისრობის კანდიდატია reuters-თან ინტერვიუში განაცხადა. "თუ ამ შეფასებებს სერიოზულად მივიღებთ, მაშინ დროა ჩვენ სათანადოდ მოვემზადოთ და დრო ხანმოკლეა, უნდა მივიღოთ სწრაფი და ამბიციური გადაწყვეტილებები", - თქვა მან.