ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

“ყველაფერი მშვიდობიანად მიდის“


“ყველაფერი მშვიდობიანად მიდის“

დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არჩევნების მეორე ტურია. მეორე ტურში “ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე და ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე მონაწილეობენ. ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბერდია ლომიძის თქმით, დილის 8 საათზე ყველა უბანი გაიხსნა. “ყველაფერი მშვიდობიანად მიდის“, _ გვითხრა ბერდია ლომიძემ. მისივე თქმით, ამ დროისთვის რაიმე სახის საჩივარი არ დაწერილა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში და ქალაქ ოზურგეთში 63 საარჩევნო უბანია და 60 502 ამომრჩეველია. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია