ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

კვენტინ ტარანტინო მწერლობით დაინტერესდა


კვენტინ ტარანტინო მწერლობით დაინტერესდა

ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარული რეჟისორი საკუთარი ფილმის - „ერთხელ ჰოლივუდში“ - მიხედვით წიგნს დაწერს. ტარანტინომ გამომცემლობა“ Harper Collin“s-თან ორწიგნიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც მისი დაწერილი წიგნი 2021 წლის 29 აგვისტოს გამოიცემა. ტარანტინოს თქმით, ფილმის წიგნად ქცეული ადაპტაციები პირველი ზრდასრულთა ლიტერატურა იყო, რომელიც მან 1970-იან წლებში წაიკითხა. გარდა საკუთარ ფილმზე შექმნილი რომანისა, ტარანტინო მეორე წიგნის — „კინოვარაუდის“ - გამოქვეყნებასაც აპირებს, რომელიც არამხატვრული ტექსტია და წარმოადგენს "1970-იანი წლების ფილმების ღრმა განხილვას ესეებში, რეცენზიებსა და პირად წერილებში". მასში ასევე თავმოყრილი იქნება "კინოინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი რეჟისორისა და გულშემატკივრის ვარაუდები და სიუჟეტების ალტერნატიული ვარიაციები". [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია