- მარტი 02, 2026
ლანჩხუთის კოვიდკლინიკაში 2 პაციენტი რჩება- როგორია ეპიდვითარება
- აპრილი 23, 2022
- , პოლიტიკა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ინფიცირების ახალი შემთხვევები არც გუშინ და არც გუშინ წინ არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ "გურია ნიუსს" ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა. მენაღარიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის აქტიურია 7 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან 2 კლინიკაში, 5 კი სახლში მკურნალობს.