ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ლანჩხუთის რომელ სოფლებში ტარდება დღეს ვაქცინაცია


ლანჩხუთის რომელ სოფლებში ტარდება დღეს ვაქცინაცია

დღეს ვაქცინაციის პროცესი ლანჩხუთის სოფლის ამბულატორიებშიც დაიწყო. „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა, რომ იმუნიზაცია ნიგოითის, აკეთის და აცანის სოფლების ამბულატორიებში დაიწყება. „10:00-13:00 - ნიგოითი, 13:30-15:30 - აკეთი, 16:00 - 18:00 - აცანა. ამბულატორიები აღჭურვილია იმუნიზაციისთვის არსებული ყველა მოთხოვნით. სოფლებში ადგილზე ვაქცინაცია ამჯერად სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინითაა შესაძლებელი. ვაქცინა უკეთდებათ მსურველებს, ვისთვისაც რთულია ასაცრელად ქალაქში ჩამოსვლა“,_ გვითხრა მენაღარიშვილმა. კორონავირუსზე ვაქცინაცია ასევე შესაძლებელია ლანჩხუთის ,,მედალფას“ კლინიკასა და ,,რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში“. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია