ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ლაშა შავდათუაშვილის ისტორიული მედალი ოლიმპიადაზე


ლაშა შავდათუაშვილის ისტორიული მედალი ოლიმპიადაზე

ქართველმა ლეგენდარულმა ჯუდოკამ, ლაშა შავდათუაშვილმა, ზედიზედ მესამე ოლიმპიურ თამაშებზე შეძლო მედლის მოიპოვება. ტოკიოს ოლიმპიადაზე ლაშას ძალიან ცოტა დააკლდა ოქრომდე, თუმცა სამწუხაროდ ფინალში იაპონელ, უკვე ორგზის ოლიმპიურ და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონთან, შოჰეი ონოსთან, თითქმის 10 წუთიან ბრძოლაში დამარცხდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩვენებურს 1/2 ფინალშიც 8 წუთზე მეტი ხანი მოუწია ჭიდაობა კორეელ მეტოქესთან და ფინალურ ორთაბრძოლაში დაღლილობამაც იჩინა თავი. ამრიგად, მესამე საშეჯიბრო დღის ბოლოს საქართველოს ოლიმპიური გუნდის მონაგარი 2 ვერცხლის მედალი გახლავთ. ავტორი: მამუკა მამალაძე



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია