ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ლაშა ტალახაძის მსოფლიო რეკორდი და ოლიმპიური ოქრო!


ლაშა ტალახაძის მსოფლიო რეკორდი და ოლიმპიური ოქრო!

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ მეორე ოქროს მედალი მოიპოვა. +109 კილოგრამ კატეგორიაში, უკვე ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ჩვენმა გოლიათმა, ლაშა ტალახაძემ გააუმჯობესა საკუთარი მსოფლიო რეკორდი პირველ მოძრაობაში, ატაცში, ხოლო აკვრაში მან 265 კილოგრამი დაიმორჩილა და ორჭიდის ჯამშიც 3 კილოგრამით გააუმჯობესა მსოფლიო რეკორდი. ამრიგად, ძალოსნობის ტურნირი ტოკიოში საქართველოს ჰიმნით დასრულდება. საქართველოს ოლიმპიური გუნდის საერთო მონაგარი კი 7 მედალია _ 2 ოქრო, 4 ვერცხლი, 1 ბრინჯაო. ჩვენს წარმომადგენლებს ერთი მედალი აკლიათ ოლიმპიადაზე მოპოვებილი მედლების რაოდენობის საუკეთესო მაჩვენებლის დასაფიქსირებლად. ამის შანსი კი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს აუცილებლად ექნებათ. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია