ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ლავროვი – დასავლეთსა და რუსეთს შორის ახალი “რკინის ფარდა” ეშვება


ლავროვი – დასავლეთსა და რუსეთს შორის ახალი “რკინის ფარდა” ეშვება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ბელარუსში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის ახალი "რკინის ფარდა" ეშვება. "რაც შეეხება რკინის ფარდას, ის პრაქტიკულად უკვე დაშვებულია. ისინი [დასავლეთის ქვეყნები] ფრთხილად უნდა მოიქცნენ". - თქვა ლავროვმა. ლავროვის განმარტებით, მოსკოვი ვაშინგტონსა და ბრიუსელს აღარ ენდობა. „ევროკავშირი საერთოდ არ არის დაინტერესებული ჩვენი ინტერესების გაგებით. მაინტერესებს რა გადაწყდა ბრიუსელში და ვაშინგტონში“, - დასძინა ლავროვმა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დასავლეთმა რუსეთს სანქციების რამდენიმე პაკეტი დაუწესა. აშშ-მ და კანადამ სრულად აკრძალეს რუსული ნავთობის იმპორტი. ევროკავშირმა კი მიიღო ეტაპობრივი ნავთობის ემბარგოს გეგმა. ასევე, G7-ის სამიტზე განიხილეს იმპორტირებული ნავთობის ფასის ლიმიტი. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია