- მარტი 02, 2026
ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა
- ნოემბერი 02, 2021
- , პოლიტიკა
ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე 23 წლამდე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის, ლერი აბულაძემ (63 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში აბულაძემ თურქ აჰმეტ უაირს სძლია და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. გადამწყვეტ ბრძოლამდე მან ყაზახი ასაუხატ მუხამადიევი (5:1), რუსეთის ნაკრების წევრი გიორგი თიბილოვი (7:3) და ირანელი ალირეზა ნეჯათი (7:3) დაამარცხა. წყარო: sportall.ge