ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ლომისის მთის ტერიტორიაზე 120-მდე მაშველია მობილიზებული


ლომისის მთის ტერიტორიაზე 120-მდე მაშველია მობილიზებული

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლეთაში, წმინდა გიორგის ტაძრისკენ მიმავალ გზაზე რამდენიმე ლოკაციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ჯგუფები მორიგეობენ. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მორიგეობის მიზანი მომლოცველების უსაფრთხო გადაადგილებაზე ზრუნვაა. "ლომისის მთის ტერიტორიაზე სულ სპეციალური აღჭურვილობით და ტექნიკით მობილიზებულია 120-მდე მეხანძრე-მაშველი, მათ შორის არიან სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფები. საჭიროების შემთხვევაში მეხანძრე-მაშველები მოქალაქეებს შესაბამის დახმარებას გაუწევენ",_ აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია