ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

მადაგასკარზე ციკლონისგან დაღუპულთა რიცხვი 120-მდე გაიზარდა


მადაგასკარზე ციკლონისგან დაღუპულთა რიცხვი 120-მდე გაიზარდა

კუნძულ მადაგასკარზე 91 ათასამდე ადამიანი უსახლკაროდ დარჩა ციკლონის გამო, რომელსაც „ბაცირაია“ ჰქვია. ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს. ციკლონი მადაგასკარზე 5-6 თებერვალს დაიწყო. მას შემდეგ ძლიერი წვიმა და ქარი გადაუღებლად გრძელდება და ანადგურებს შენობებს, გზებსა და საცხოვრებლებს. სამწუხაროდ, გარდაცვლილია 120-მდე ადამიანი. დაახლოებით 69 ათასი ადამიანი გადაყვანილია საერთო საცხოვრებელში. ხოლო საერთო ჯამში, დაზარალებულია 200 ათასამდე ადამიანი. კუნძულზე გრძელდება ხალხის ევაკუაცია. მაშველები აქტიურად მუშაობენ. მიუხედავად ამისა, 12 თებერვლისთვის ნავარაუდებია ციკლონის კვლავ გაძლიერება, ძლიერი წვიმა და ქარი. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია