ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

მარილი მიკრობებს ანადგურებს


მარილი მიკრობებს ანადგურებს

მარილი ადამიანის რაციონის უმთავრესი კომპონენტია, რომელიც ორგანიზმს ნატრიუმისა და ქლორის იონებით ამარაგებს. ამ იონების გარეშე წარმოუდგენელია, კუჭის წვენის მთავარი შემადგენლის, ტუტეებისა და მარილმჟავას წარმოქმნა, რაც აუცილებელია, უჯრედების ნორმალური მუშაობისა და ქსოვილებში წყლის განაწილებისთვის. ოფლში, ნერწყვში, ცრემლში მარილის არსებობა თვალსაჩინო მაგალითია, რომ ორგანიზმის ცხოველქმედებაში ის აქტიურ მონაწილეობას იღებს. ადამიანისთვის მარილის დღიური ნორმა 4-6 გრამია. ჰიპერტონიის, თირკმელების დაავადებების, შეშუპებისა და ორსულობის ბოლო თვეებში გირჩევთ, მარილის მოხმარება შეამციროთ. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია