- მარტი 02, 2026
მარინა ეზუგბაია: აჭარა წითელი ზონაა
- სექტემბერი 08, 2020
- , პოლიტიკა
აჭარაში კიდევ უფრო სერიოზული მდგომარეობაა, იქ ინციდენტობის მაჩვენებელი 42,4-ია, რაც ნიშნავს იმას, რომ აჭარა წითელი ზონაა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. „აჭარაში ალბათ, დამატებითი ღონისძიებები იქნება გასატარებელი, ეს არის რეკომენდაციის შესრულება, აღსრულება, მათზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და ტესტირების მეტად გაფართოება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 45 ადამიანი დაინფიცირდა. აქედან 23 შემთხვევა აჭარას უკავშირდება.