ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

მარიუპოლში სკოლა დაბომბეს- ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი


მარიუპოლში სკოლა დაბომბეს- ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი

რუსეთმა მარიუპოლში დაბომბა სკოლა, სადაც ადამიანები იმალებოდნენ. მარიუპოლის საკრებულოს გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა 19 მარტს მოხდა. „გუშინ რუსმა ოკუპანტებმა ბომბები ჩამოაგდეს მარიუპოლის ლივობერეჟნის რაიონში 12-ე სამხატვრო სკოლაში, სადაც 400-მდე მარიუპოლის მცხოვრები იმალებოდა - ქალები, ბავშვები და მოხუცები. ცნობილია, რომ შენობა დაინგრა, მშვიდობიანი ხალხი კი ისევ ნანგრევების ქვეშ იმყოფება. ზუსტდება ინფორმაცია მსხვერპლთა რაოდენობის შესახებ",_ ნათქვამია მოხსენებაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია