- მარტი 02, 2026
მაშველებმა ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს
- მარტი 31, 2024
- , პოლიტიკა
მაშველებმა ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის- სამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარი მაშველებმა თოვლის მასიდან ამოიყვანეს და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი, ინტენსიური საძიებო სამუშაოების შედეგად იპოვეს. „სამუშაოებში ჩართული იყო 200-ამდე მეხანძრე-მაშველი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, სამაშველო დრონები, კინოლოგთა სამსახური და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები. გარდაცვლილის ცხედარი მაშველების მიერ ამოყვანილია თოვლის მასიდან და მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.