ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

მძღოლების საყურადღებოდ! _ დღეს გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება


მძღოლების საყურადღებოდ! _ დღეს გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება

19 ივნისს დღის გარკვეულ პერიოდში კალა-უშგულის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალება, _ ამის შესახებ ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.. "საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ177-კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე, ჩამონაშალის გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება, რის გამოც, 2023 წლის 19 ივნისს 08:00 საათიდა 16:00 საათამდე, აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", _ აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია