- მარტი 02, 2026
მე ვთქვი, რომ ზელენსკი დიქტატორია? არ მჯერა, რომ ამას ვიტყოდი _ ტრამპი
- თებერვალი 28, 2025
- , პოლიტიკა
“მე ვთქვი ეგ? არ მჯერა, რომ ამას ვიტყოდი”, - ასე უპასუხა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტს კითხვაზე, კიდევ სჯერა თუ არა, რომ ზელენსკი “დიქტატორია”? შეგახსენებთ, თეთრ სახლში შეხვედრის დაწყებამდე აშშ-ის პრეზიდენტი და დიდი ბრიტანეთის პრემიერი ჟურნალისტების კითხვებს პასუხობენ. ცოტა ხნის წინ, ტრამპმა დაადასტურა, რომ წიაღისეულზე შეთანხმებას უკრაინის პრეზიდენტთან დღეს მოაწერს ხელს.