ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

მედალფას მედიკოსები კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობაზე უარს ამბობენ


მედალფას მედიკოსები კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობაზე უარს ამბობენ

ბათუმში, კლინიკა "მედალფას" თანამშრომლები ადმინისტრაციას უჩივიან. ისინი სამედიცინო დაწესებულების კოვიდცენტრად გადაკეთებას აპროტესტებენ. ამის მიზეზად კი დაბალანაზღაურებას ასახელებენ. მათივე თქმით, კლინიკას არც შესაბამისი მედ-პერსონალი ჰყავს, რომელიც COVID19-თან ბრძოლას შეძლებს. როგორც განმარტეს, რამდენიმე თვის წინ, როცა "მედალფა" კოვიდპაციენტებს მკურნალობდა, ერთი ექთანი 30 ინფიცირებულთან მუშაობდა. ირწმუნებიან იმასაც, რომ კლინიკა მოქმედი თანამშრომლების ახალი პერსონალით ჩანაცვლებას აპირებს და ისინი სამსახურის გარეშე დარჩებიან.შეკრებილები, თავიანთი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, საპროტესტო აქციების გაგრძელებას აანონსებენ. წყარო: ტვ 25



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია