- მარტი 02, 2026
მედია – დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი ვირტუალურ შეხვედრას გამართავენ
- აგვისტო 13, 2025
- , პოლიტიკა
თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ მოკავშირეებთან ოთხშაბათს ვირტუალურ შეხვედრას გამართავს, - ინფორმაციას CBS-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, CBS News-ს ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის წარმომადგენელმაც დაუდასტურა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ოთხშაბათს დონალდ ტრამპთან და ევროპელ ლიდერებთან ვირტუალურ შეხვედრას დაესწრება. შეხვედრა აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ალასკაში დაგეგმილი სამიტის წინ გაიმართება. თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა CBS News-ს განუცხადა, რომ შეხვედრა ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე ჩატარდება.
წყარო: gurianews.com