ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

მეექვსე ქართველი NBA-ში


მეექვსე ქართველი NBA-ში

ცოტა ხნის წინ დასრულდა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2021 წლის დრაფტი, სანდრო მამუკელაშვილი 54-ე პიკად გოგა ბითაძის „ინდიანამ“ აირჩია, თუმცა, მალევე გაცვალა და მოქმედ ჩემპიონ, „მილოუკი ბაქსში“ გაუშვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი, რომელმაც გასული 2 სეზონი Big East-ის კონფერენციის წამყვან გუნდ Seton Hall-ში გაატარა და ბოლო სეზონში კონფერენციის სეზონის MVP გახდა. ვნახოთ, რამდენად მოიკიდებს ფეხს ახალგაზრდა ქართველი ფორვარდი ჩემპიონ გუნდში და მისცემენ თუ არა მას საკმარის დროს თავის გამოჩენისთვის. წარმატებები ვუსურვოთ ქართველ სპორტსმენს. [sexy_author_bio]

წყარო: gurianews.com 



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია