- მარტი 02, 2026
მეტეოროლოგი ამინდის გაუარესების შესახებ გვაფრთხილებს
- ოქტომბერი 07, 2024
- , პოლიტიკა
მეტოროლოგ კობა ფარტენაძის ინფორმაციით, ხვალ, 8 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში ყველგან, ხოლო აღმოსავლეთში ზოგან იწვიმებს, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. "შემოდგომის რა მშვენიერი ამინდის გვაქვს დღეს, ყველა ბედნიერია, მზის სხივებით ვართ სავსე... ხვალ 8 ოქტომბერს, ერთი დღით გაგვიავდრდება, დასავლეთში ყველგან, აღმოსავლეთში კი ზოგან გაწვიმდება, გაძლიერდება დასავლეთის ქარი 15-20 მეტრ წამამდე და ცოტათი აგვიგრილდება. 9 ოქტომბერს საქართველოში ყველგან გამოიდარებს, ისევ გაგრძელდება მშვიდი და მზიანი დღეები",_ წერს ფარტენაძე სოციალურ ქსელში.