ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

მეუფე ნიკოლოზმა და მეუფე მელქისედეკმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას ხელი მოაწერეს


მეუფე ნიკოლოზმა და მეუფე მელქისედეკმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას ხელი მოაწერეს

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა და მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს. მათ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებით ახსნეს. "მე პეტიციას მოვაწერე ხელი პრეზიდენტის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ეს არის ჩემი პოზიცია", - განაცხადა მეუფე მელქისედეკმა ცნობისთვის, ,,თავისუფლება მიშას!“ - ამ სახელწოდებით პეტიცია შეიქმნა. მანიფესტში, მოქალაქეები მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. ..არ აქვს მნიშვნელობა მოგწონთ თუ არა მიხეილ სააკაშვილი. აქ მთავარია კითხვა, რომელზეც პასუხი ყველას გვაქვს და ეს კითხვა ასეთია: გვაქვს თუ არა საქართველოში დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, არის თუ არა რიგითი მოსამართლე თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან და შეგვიძლია თუ არა ვანდოთ ივანიშვილის სახელისუფლებო გუნდს საქართველოს მესამე პრეზიდენტის გასამართლება. #თავისუფლებამიშას“, - ნათქვამია პეტიციის ტექსტში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია