ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

მეზობელმა მეზობელი მოკლა


მეზობელმა მეზობელი მოკლა

მკვლელობა თბილისში, ლილოს დასახლებაში. მეზობელმა მეზობელს სანადირო თოფით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ს.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია