- მარტი 02, 2026
მილიარდერები, რომლებსაც კანონთან პრობლემები აქვთ
- ნოემბერი 02, 2022
- , პოლიტიკა
ვონ კვონ იუ – 1,55 მილიარდი დოლარი რამდენიმე წარმატებული კომპანიის მფლობელი ჩინელი ბიზნესმენი 2006 წლამდე ჩინეთის უმდიდრეს ადამიანად ითვლებოდა. ამჟამად მას რამდენიმე საქმეზე უწევს პეკინის სასამართლოში სიარული – ვონ კვონ იუს პოლიცილებისთვის ქრთამის მიცემა და, ასევე, შანხაის საფონდო ბირჟაზე უკანონო, ინსაიდერული ოპერაციების განხორციელება ედება ბრალად. ჩეი ტე ვონი – 2,5 მილიარდი დოლარი ჩეი ტე ვონი სამხრეთ კორეაში ძმასთან ერთად მართავდა ერთ-ერთ უდიდეს სამრეწველო კონგლომერატს, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო. ბიზნესმენი, ასევე, ფლობს წილებს ტელეკომუნიკაციასა და ენერგეტიკაში. ჩეი ტე ვონს ამჟამად სასამართლოში აქვს საქმე – მას ბრალად ედება კომპანიის ფონდიდან 50 მილიონი დოლარის მითვისება. ჯიმ ირსეი – 1,6 მილიარდი დოლარი ამერიკელი მილიარდერი ჯიმ ირსეი 2014 წლის 17 მარტს გამოვიდა ციხიდან. „ინდიანაპოლის კოლტსის” მფლობელი ავტომობილის ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მართვის გამო დააკავეს; გარდა ამისა, მის ავტომობილში ფსიქოტროპიული წამლების დიდი რაოდენობა აღმოაჩინეს. ციხიდან თავის დახსნა მილიარდერს 22 500 დოლარი დაუჯდა. [simple-author-box]