- მარტი 02, 2026
მიხეილ პოდოლიაკი: საჭიროა ჰუმანიტარული კორიდორები, საკვები, წამლები, ბავშვების ევაკუაცია
- მარტი 03, 2022
- , პოლიტიკა
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი საერთაშორისო ორგანიზაციებს ჰუმანიტარული კორიდორების დაუყონებლივ მოწყობაში დახმარებას სთხოვს. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს. „სოფლები და ქალაქები, სადაც რუსი სამხედროების კოლონები დგნან, დაუყოვნებლივ მოროდიორობის, ძარცვისა და მკვლელობების ადგილებად იქცევა. საჭიროა ჰუმანიტარული კორიდორები - საკვები, წამლები, სასწრაფო მანქანების უსაფრთხოდ გადაადგილება, ბავშვების ევაკუაცია. საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ველოდებით აქტიურ დახმარებას. საკმარისია სიტყვები“ - წერს მიხაილ პოდოლიაკი. შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.