- მარტი 02, 2026
მკვლელობა აჭარაში _ შსს-მ ერთი პირი დააკავა
- აგვისტო 14, 2022
- , პოლიტიკა
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, აჭარაში, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ. ი. დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 13 აგვისტოს, ქობულეთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, ჭრილობა მიაყენა 2001 წელს დაბადებულ რ.ლ.-ს და ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა მოგვიანებით სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.ი. ცხელ კვალზე - მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.