ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

მკვლელობით დასრულებული ჩხუბი _ თანასოფლელმა თანასოფლელი რამდენიმე გასროლით მოკლა


მკვლელობით დასრულებული ჩხუბი _ თანასოფლელმა თანასოფლელი რამდენიმე გასროლით მოკლა

მკვლელობით დასრულდა კიდევ ერთი შელაპარაკება თანასოფლელებს შორის. შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭეშოში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, თანასოფლელმა, თანასოფლელი, სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით მოკლა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელობის სავარაუდო მიზეზი, მხარეებს შორის, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი უთანხმოება გახდა. მომხდარ ფაქტზე, დაწყებულია გამოძიება, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია