ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

მოგება მძიმე ბრძოლაში – ტოჩინოშინმა ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიმარჯვა


მოგება მძიმე ბრძოლაში – ტოჩინოშინმა ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიმარჯვა

ტოკიოში სუმოს სუპერტურნირი აქტიურად მიმდინარეობს. მე-6 საშეჯიბრო დღეს ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი), რომელიც ჰაცუ ბაშოზე მე-15 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, მე-12 მაეგაშირა ჩიოტაირიუს დაუპირისპირდა და ზედიზედ მესამე მოგება გაიფორმა. ბრძოლა დაძაბული და ხანგრძლივი გამოდგა. მეტოქეები შეჯახებისთანავე ცდილობდნენ მავაშის აღებას. ბოლოს ტოჩნოშინი უკეთეს პოზიციაში აღმოჩნდა, ჩიოტაირიუ დოჰიოდან გადაიყვანა და ოირიკირით მოიგო. გორგაძესთვის ეს მეოთხე მოგებაა მარტის ბაშოზე, ქართველ სუმოისტს 6 დღის შემდეგ მხოლოდ 2 წაგება აქვს და დადებითი ბალანსისკენ წარმატებით მიიწევს. ხვალ მისი მეტოქე მე-13 მაეგაშირა ჩიომარუ იქნება. წყარო: 1tv.ge



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია