- მარტი 02, 2026
„მოღალატე ჯაშუშები“ _ ოპოზიციონერთა გამოსახულებიანი პლაკატები ლანჩხუთის ცენტრში
- აპრილი 10, 2023
- , პოლიტიკა
ოპოზიციის წარმომადგენელთა გამოსახულებიანი პლაკატები გამოჩნდა დღეს ლანჩხუთის ცენტრალურ სკვერში წარწერით _ „მოღალატე ჯაშუშები“. ცნობისთვის, გასულ კვირას "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებმა ლანჩხუთის ცენტრში არჩილ თალაკვაძისა და ნინო წილოსანის გამოსახულებიანი პლაკატები გააკრეს „საქართველოს სირცხვილი“, „რუსული კანონის ხელმომწერი“, „პუტინის მონა"- ამ შინაარსის წარწერებით. „ისედაც და მითუმეტეს, ვნების კვირაში „ქართული ოცნების“ მხრიდან ასეთი საქციელი სამარცხვინოა. თუმცა, ამათ უკვე არაფრის აღარ რცხვენიათ, ქართული ანდაზისა არ იყოს, ჩემი შენ გითხარიო, ისე ჭირთ“,- ამბობს „ლელოს“ ლანჩხუთელი ლიდერი გოჩა ჯანაშია ლანჩხუთის ქუჩებში გამოჩენილ პლაკატებთან დაკავშირებით.