- მარტი 02, 2026
მოსამართლემ მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე და კიდევ 9 პირი პატიმრობაში დატოვა
- იანვარი 10, 2025
- , პოლიტიკა
დღეს, 10 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციების მონაწილე 11-ვე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში. 11 პირი დატოვა: ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძეს და სერგეი კუხარჩუკს პროკურატურა სსკ 225-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრულ დანაშაულის ჩადენაში სდებს ბრალს, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, აღნიშნული მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის მიერ წარდგენილი არც ერთი გარემოება, საზოგადოების მოთხოვნა და საერთაშორისო პარტნიორი ქვეყნების მოწოდება.