- მარტი 02, 2026
მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი დაიწყო
- მაისი 09, 2022
- , პოლიტიკა
რუსეთი მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიისა და მისი მოკავშირეების დამარცხების 77 წლის იუბილეს აღნიშნავს. როგორც rt იუწყება, წითელ მოედანზე წარმოდგენილია უახლესი T-14 Armata ძირითადი საბრძოლო ტანკები. აღლუმში მონაწილეობა უნდა მიეღო საჰაერო თავდაცვის სისტემასაც, თუმცა უამინდობის გამო, გაუქმდა. ღონისძიებას კი მოჰყვება სამოქალაქო მსვლელობა სახელწოდებით უკვდავი პოლკი, სადაც ხალხი ატარებს ომში მებრძოლი ნათესავების პორტრეტებს.