- მარტი 02, 2026
„მოხსენება“
- მარტი 17, 2024
- , პოლიტიკა
ბატონი რევაზ მიშველაძე თავის დროზე გახმაურებულ ერთ „ისტორიას“ ხშირად იხსენებდა. "კრიტიკოსი ბესო ჟღენტი მოხსენებას კითხულობს. “კითხულობს” სწორი არ იქნება. ბატონი ბესო ხომ მუდამ ზეპირმეტყველებდა. ასე რომ, ბესო ჟღენტი მოხსენებას ამბობს. - ზოგიერთები, ჩვენი სოციალისტური რეალიზმის უნაყოფო წარმომადგენლები დღესაც აქ ზიან ამ დარბაზში! – დაამთავრა მომხსენებელმა. - ზიან კი არა, სხედან! – დაუძახა დიმიტრი ბენაშვილმა. ბესო წამით შეჩერდა. დარბაზს დააკვირდა. სურდა, ხმის მიხედვით გამოეცნო მორეპლიკე. გამოსავალი ახლაც ზუსტად იპოვა. - დიახ, ამხანაგებო, სხედან და ზიანს აყენებენ ჩვენს საქმეს, ჩვენს პროლეტარულ მწერლობას!" [simple-author-box]