ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

მსახიობი ლაშქრობის დროს დაიკარგა


მსახიობი ლაშქრობის დროს დაიკარგა

ბრიტანელი მსახიობი ჯულიან სენდსი გასულ კვირას სან გაბრიელის მთებში ლაშქრობისას, უამინდობის დროს გაუჩინარდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. პოლიციამ განაცხადა, რომ სახმელეთო სამაშველო ჯგუფები მთიდან გასულ შაბათ-კვირას ზვავსაშიშროების გამო ჩამოიყვანეს, მაგრამ ძიება გრძელდება დრონითა და ვერტმფრენით. მისტერ სენდსი ცნობილია როლებით პოპულარულ ფილმებსა და სატელევიზიო დრამებში, მათ შორის: ოთახი ხედით, 24 და სმოლვილი.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია