ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

მსოფლიოს ნახევარზე მეტი წითელას ეპიდემიის რისკის ქვეშ იმყოფება- ჯანმო


მსოფლიოს ნახევარზე მეტი წითელას ეპიდემიის რისკის ქვეშ იმყოფება-  ჯანმო

მსოფლიოს ნახევარზე მეტი წითელას გავრცელების მაღალი ან ძალიან მაღალი რისკის ქვეშ იქნება წლის ბოლომდე, _ ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იუწყება. ჯანმო-ს და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების თანახმად, პოტენციურად ფატალური და ერთხელ აღმოფხვრილი დაავადების სწრაფი გავრცელება ნაწილობრივ გამოწვეულია კოვიდ-19 პანდემიის დროს რეგულარული იმუნიზაციის გადადების გამო გამოტოვებული ვაქცინის შედეგად. პრესკონფერენციაზე ჯანმო-მ განაცხადა, რომ წითელას შემთხვევების 79%-იანი მატება ფიქსირდება 2022 წლიდან, გასულ წელს კი 306 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა მთელ მსოფლიოში. CDC-მ განაცხადა, რომ შემთხვევების უმეტესობა დაფიქსირებულია ბავშვებსა და მოზარდებში, რომლებსაც არ ჰქონდათ წითელას საწინააღმდეგო აცრა გაკეთებული.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია