- მარტი 02, 2026
მსოფლიოს ულამაზესი ქალბატონების ათეული
- აგვისტო 20, 2021
- , პოლიტიკა
"ოქროს პროპორცია" ევროპული რენესანსიდან მომდინარეობს, როცა ხელოვანებმა შექმნეს პროპორცია, რომელიც სრულყოფილი ნიმუშის შესაქმნელად უნდა გამოეყენებინათ. მას შემდეგ საუკუნეები გავიდა და ბრიტანელი ქირურგი - ჯულიან დე სილვა ამავე მეთოდის გამოყენებით ცდილობს, გამოიანგარიშოს, თუ ვინ არის სრულყოფილებასთან ყველაზე ახლოს. ალგორითმის მიერ მიღებული შედეგებით ამჯერად სიაში ბელა ჰადიდი ლიდერობს. 25 წლის სუპერმოდელის მონაცემი 94.35 %-ია, მსგავსი მაჩვენებელი კი არცერთ ვარსკვლავს არ ჰქონია აქამდე. რაც შეეხება სიის დანარჩენ წარმომადგენლებს, ათეული სრულად ასე გამოიყურება: ბიონსე - 92.44%; ამბერ ჰერდი - 91.85%; არიანა გრანდე - 91.81%; ტეილორ სვიფტი - 91.64%; ქეით მოსი - 91.05%; სკარლეტ იოჰანსონი - 90.91%; ნატალი პორტმანი - 90.51%; კეტი პერი - 90.08%; კარა დელევინი - 89.99%. [sexy_author_bio]