ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

მსუბუქი ავტომობილი მტკვარში გადავარდა


მსუბუქი ავტომობილი მტკვარში გადავარდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბორჯომში. დღეს, 20 მაისს დაახლოებით 15:00 საათისთვის „მწვანე მონასტრის“ მიმდებარე ტერიტორიასთან მსუბუქი ავტომანქანა მდინარე მტკვარში გადავარდა. მანქანაში ბორჯომის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეები ისხდნენ. მაშველებმა მანქანიდან 2 მოსწავლე ამოიყვანეს. სამაშველო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება. დაშავებულები მეთორმეტე კლასელები არიან. შეგახსენებთ, საჯარო სკოლებში კურსდამთავრებულები ბოლო ზარს აღნიშნავენ. წყარო: borjomi.tv



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია