- მარტი 02, 2026
მტკვარში გადავარდნილი ავტომობილიდან ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს
- მარტი 04, 2025
- , პოლიტიკა
მაშველებმა მტკვარში გადავარდნილ მანქანას მიაგნეს და წყლიდან ამოიყვანეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ამოყვანილი მანქანიდან 1 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს. ინფორმაციისთვის, ავტომობილი მტკვარში თბილისში, მეტეხის ხიდიდან გადავარდა. სამძებრო-სამაშველო ღონისძიება დაახლოებით 2 საათზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. "ფორმულას" ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.