ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

მწყემსების მძევლად აყვანისა და 1068 ცხვრის დაუფლებისთვის კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს


მწყემსების მძევლად აყვანისა და 1068 ცხვრის დაუფლებისთვის კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს ხუთი ადამიანი, მათ შორის კრიმინალური ავტორიტეტი, ცხვრების გატაცებისა და მწყემსებისთვის თავისუფლების აღკვეთის ბრალდებით. დანაშაული 4-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, ოთხმა ადამიანმა (გ.ბ.-მ , ნ.ბ.-მ, მ.რ.-მ და ზ.ბ.-მ) ძალადობის მუქარით გაიტაცა ლ.მ.-ს ფერმიდან 600 ცხვარი, დაზარალებულმა კი (გ.ბ.-სთან) დავის მოსაგვარებლად კრიმინალური ავტორიტეტი (ა.ა.) ჩართო. "გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ა.ა.-მ და გ.ტ.-მ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება მწყემსებს, რის შემდეგაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ გ.ბ.-ის კუთვნილ 1068 ცხვარს", - წერია განცხადებაში. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე, 236-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს: 1976 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს, 1976 წელს დაბადებულ მ.რ.-ს და 1972 წელს დაბადებულ ზ.ბ.-ს ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით ძარცვა; 1985 წელს დაბადებული ა.ა. დაკავებულია წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით ძარცვის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით; 1985 წელს ლ. მ.-ს ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით ძარცვა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთა. აქვე აღნიშნულია, რომ პოლიციამ ამოიღო "აკ-74-ის" სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები - პოლიცია ვარაუდობს, რომ ეს ეკუთვნოდა კრიმინალურ ავტორიტეტსა (ა.ა.-ს) და მასთან ერთად ამ საქმეში ჩართულ კიდევ ერთ (გ.ტ.-ს) ბრალდებულს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია