ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ნაგომარში ადმინისტრაციული შენობა დაიწვა


ნაგომარში ადმინისტრაციული შენობა დაიწვა

გვიან ღამით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ადმინისტრაციული შენობა დაიწვა. ხანძარი დაახლოებით 01:30 გაჩნდა. როგორც ადგილობრივები “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობენ, ხანძარი გვიან შენიშნეს, რის შემდეგ სახანძრო ბრიგადას დაუკავშირდნენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ნაგომარში მიხეილ ცქვიტიშვილი “გურია ნიუსთან“ სატელეფონო საუბრის დროს ამბობს, რომ ხანძრის ჩასაქრობად ბათუმის, ჩოხატაურის, ოზურგეთის და სამტრედიის სახანძრო ბრიგადები ჩაერთო. “გვიან დაინახა ერთ-ერთმა ადგილობრივმა ხანძარი. ნაგომრის ადმინისტრაციული შენობა დაიწვა, სადაც საბავშვო ბაღი და ამბულატორია იყო განთავსებული“, _ გვითხრა მიხეილ ცქვიტიშვილმა. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია