- მარტი 02, 2026
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგები გურიაში
- თებერვალი 14, 2022
- , პოლიტიკა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურში წარდგენილ პირთა სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს გურიაში შემოწმება 334 ადამიანს ჩაუტარდა. შემოწმებულებიდან 229 დადებითი შედეგის მქონე აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ დადებითი პასუხების მქონე პირების უმეტესობა 22-45 წლამდე ასაკის მამაკაცია. რაც შეეხება 2020 წლის სტატისტიკას, გურიაში შემოწმება 337 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან დადებითი შედეგი 179-ს ჰქონდა. 2019 წელს კი გურიაში შემოწმდა 480 ადამიანი, დადებითი კი 265 იყო.